fbpx
საბერძნეთი

პოლარული სიცივე უახლოეს დღეებში საბერძნეთში – ტემპერატურის ვარდნა და თოვლი

მეტეოროლოგი კლეარხოს მარუსაკი მომდევნო დღეებში საბერძნეთში ძლიერ სიცივეს პროგნოზირებს. ე.წ. “პოლარული” სიცივე გამოწვეული იქნება ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ცივი ჰაერის მასების შემოჭრით, ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს საბერძნეთის ტერიტორიაზეც.

მარუსაკი პროგნოზირებს სიცივის ორ ტალღას, პირველი იქნება გაცილებით მოკლე და გასტანს სამშაბათიდან ოთხშაბათამდე, ხოლო მეორე ტალღა იქნება გაცილებით გრძელვადიანი, მოსალოდნელია ის გააქტიურდეს შაბათ დღეს და მომდევნო კვირამდე გაგრძელდეს, შედეგად ჩრდილოეთ საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემა.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ამინდის გაუარესებას და განსაკუთრებით, თოვას დაბალმთიან რეგიონებში, შესაძლოა პრობლემებიც მოჰყვეს. ზუსტი პროგნოზების გაკეთება, ამ მხრივ, ჯერ ძნელია, თუმცა, თუ აღნიშნული კურსი შენარჩუნდება, გამორიცხული ნამდვილად არ არის.

ეგეოსის ზღვაზე შაბათ-კვირას გააქტიურდება ქარი, რომლის ძალაც 8-9 ბალს მიაღწევს, ათენში კი, ჰაერის ტემპერატურა შაბათს 4-6, ხოლო კვირას -1 გრადუსამდე დაიწევს.

 

onalem

ტესტ