fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ექიმის მიერ მოკლული 36 წლის ემიგრანტის, დიანა ბერიძის ოჯახი საავადმყოფოსგან 5 მილიონ ევროს ითხოვს

მას შემდეგ, რაც 36 წლის ემიგრანტი ქალის, დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ, 39 წლის ექიმს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მისმა ოჯახმა საჩივარი შეიტანა საავადმყოფოს წინააღმდეგ. ისინი თესალონიკში მდებარე “იპოკრატიოს” საავადმყოფოსგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ ითხოვენ.

ქირურგმა “იპოკრატიოს” საავადმყოფოში მუშაობა 2017 წლის აპრილში შეწყვიტა.

სარჩელში წერია, რომ დიანა ბერიძის მეუღლე და დედა აპროტესტებენ საავადმყოფოში არსებულ პირობებს. ეს კონკრეტულად ეხება საანესთეზიო საშუალებებს, რომლებიც შესაბამისად დაცული არ არის, რადგან ექიმს მათზე წვდომა ჰქონდა და შედეგად, 36 წლის ქართველი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მენეჯერებს, რომლებიც კონკრეტულ განყოფილებებს განაგებენ.

ასევე, საუბარია საავადმყოფოს ოთახების გასაღებებზე, რომლებზეც, როგორც ჩანს, ნებისმიერ ადამიანს აქვს წვდომა, რომელიც იქ მუშაობს, რაც დაუშვებელია.

ახლო მომავალში ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა ოჯახი მოთხოვნილ თანხას.

შეგახსენებთ, რომ დიანა ბერიძეს სამი შვილი დარჩა.

onalem

ტესტ