fbpx
საზოგადოება

ერთ-ერთი 6 შვილის მამა იყო, მეორის მეუღლემ კი ქმრის სიკვდილის შესახებ ახალ ამბებში მოისმინა – საბერძნეთი ლუტრაკში დაღუპულებს გლოვობს

ლუტრაკში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საბერძნეთი შეძრა. ოთხი მეგობარი, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ თავშესაფარში, ერთ-ერთ ქვაბულში ოქროს ფუნტებს ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს. ისინი არიან 37, 45, 49 და 72 წლის მამაკაცები და სავარაუდოდ, უჰაერობით დაიღუპნენ. ინციდენტის მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით პასუხები კითხვებზე, თუ ზუსტად რატომ ჩავიდნენ და როგორც დაიღუპნენ მამაკაცები, არ არსებობს.

ამბავს კიდევ უფრო მძიმეს ხდის ფაქტი, რომ მათ ჰყავდათ ოჯახები და შვილები, რომლებიც უმამოდ დარჩნენ. 49 წლის მამაკაცი 6 შვილის მამა იყო და ლუტრაკში ბოლო 15 წელი ცხოვრობდა. ფლობდა სასტუმროს, რომელიც შემდეგ მოხუცთა სახლად გადაკეთდა. 45 წლის მამაკაცს ორი შვილი დარჩა და მანქანების შემკეთებელი ცენტრის მფლობელი იყო. რაც შეეხება 72 წლის მამაკაცს, მას ოთხი შვილი ჰყავდა და პენსიაზე იყო გასული, ხოლო 37 წლის ახალგაზრდა 45 წლის მამაკაცთან ერთად მუშაობდა.

როგორც ცნობილი გახდა, სამაშველო სამსახურს 45 წლის მამაკაცის მეუღლემ შეატყობინა, რომ მისი მეუღლე სახლში არ დაბრუნდა, მაგრამ იცოდა, სადაც იყო წასული და მაშინვე დაიწყო ოთხი მეგობრის ძებნის ოპერაცია. 72 წლის მამაკაცის მეუღლე კი ამბობს, რომ ქმრის სიკვდილის შესახებ ახალ ამბებში მოისმინა, სახლიდან გასვლისას კი არ უთქვამს, თუ რა მიზეზით და სად მიდიოდა.

უმძიმესია ის ფაქტიც, რომ 37 წლის მამაკაცის ძმაც სულ რამდენიმე დღის წინ, აპრილის თვეშია დაღუპული.

onalem

ტესტ