fbpx
საზოგადოება

“9 დღის წინ გაგაფრთხილეთ, რომ საბერძნეთში 40 გრადუსი იქნებოდა, “ურწმუნოთა” კისრები მზემ გააწითლა” – იანის კალიანოს

ცნობილი ბერძენი მეტეოროლოგი, იანის კალიანოსი საკმაოდ ირონიული პოსტით გამოდის სოციალურ ქსელში. ის აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 9 დღის წინ გააფრთხილა ბერძნები, რომ საბერძნეთში ტემპერატურა 40 გრადუსსაც კი ასცდებოდა, მაგრამ არცერთმა არხმა, გარდა Mega-სი, ამის შესახებ არ გააშუქა.

“9 დღის წინ ვჩქარობდი ბერძნებისთვის შემეტყობინებინა იმ გვალვის შესახებ, რომელიც მოსალოდნელი იყო. მანამდე არცერთმა მეტეოროლოგმა, არცერთმა ტელევიზიამ (გარდა Mega-სი) ამის შესახებ არაფერი ახსენა. არც ვებ-გვერდებმა დაწერეს რაიმე.

სწორედ ტელევიზია mega-ს საშუალებით ვაცნობე ხალხს, რომ გველოდა მაისისთვის უპრეცენდენტო გვალვა. ამის შემდეგ უკვე ვებ-გვერდები ბრმად მომენდნენ და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი მათ. დაიწერა სტატიები, რომლებმაც მოსახლეობა მინიმუმ ფსიქოლოგიურად მოამზადა ასეთი სიცხისთვის.

როცა ვამბობდი, რომ მოსალოდნელი იყო 39-დან 41 გრადუსამდე, ზოგიერთი დამცინოდა და მაკრიტიკებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ, “ურწმუნოთა” კისრები მზემ გააწითლა. 

მე თავმდაბალი ადამიანი ვარ, მაგრამ ასევე ძალიან თავდაჯერებული ვარ, პროგნოზების კეთებისას, რადგან ამას ბოლო 13 წელია ვაკეთებ და ბედნიერი ვარ, რომ ყოველ დღე უფრო მეტი ადამიანის ნდობას ვიმსახურებ,” წერს კალიანოსი.

onalem

ტესტ