fbpx
რელიგიასაბერძნეთი

დღეიდან ეკლესიები მორწმუნეთათვის იხსნება – დისტანცია, ანტისეპტიკური საშუალება და ორმაგი მსახურება

დღეიდან, 17 მაისიდან, საბერძნეთის ეკლესიებში მრევლს წირვა-ლოცვაზე დასწრება შეუძლია. თუმცა, ცხადია, აქაც საჭიროა რიგი წესების დაცვა, უსაფრთხოების მიზნით.

მაგალითისთვის, ეკლესიებში, რომლის მრევლთათვის განკუთვნილი ადგილიც 500 კვადრატულ მეტრზე მეტია, მხოლოდ 50 ადამიანის ყოფნაა დაშვებული. 400 კვადრატულ მეტრზე დაიშვება 30 ადამიანი, 800, 1.000 ან 1.500 კვადრატულ მეტრზე დაიშვება 50 ადამიანი.

არა სავალდებულო, მაგრამ მკაცრი რეკომენდაციაა მრევლმა ატაროს ნიღაბი ეკლესიაში შესვლისას, ხოლო შესვლამდე სავალდებულოა ანტისეპტიკური საშუალების გამოყენება. 

წესები, რომლებიც დღეიდან მოქმედებს, ასეთია:

ეკლესიის შესასვლელთან შემოწმდება ნიღბები.

წირვა-ლოცვისას ჩართული იქნება მიკროფონები და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება მოსმენა გარედანაც.

გაიმართება რაც შეიძლება მეტი მსახურება იქ, სადაც ეს შესაძლებელია. (ანუ რამდენჯერმე, რათა უფრო მეტმა ადამიანმა რიგ-რიგობით შეძლოს დასწრება).

ეკლესიების გარეთ აუცილებლად იქნება განლაგებული ანტისეპტიკური საშუალებები.

გაკონტროლდება სოციალური დისტანცია, მინიმუმ 1.5 მეტრი მორწმუნეებს შორის. 

რეკომენდებულია, რომ მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენლები დარჩნენ სახლში და არ დაესწრონ მსახურებას.

onalem

ტესტ