fbpx
საბერძნეთი

ანტონის კარიოტის საქმეზე დაკავებული ორივე მამაკაცი გაათავისუფლეს – მათ ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებათ

წარმოუდგენელია, მაგრამ 36 წლის ანტონი კარიოტის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორივე მეზღვაური პირობებით გაათავისუფლეს. საუბარია ვიცე-კაპიტანსა და მეზღვაურზე, რომლებიც პირეაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს.

ორივე ბრალდებულს ეკრძალება საბერძნეთის დატოვება და ვალდებულნი არიან, რომ გამოცხადდნენ პოლიციის განყოფილებაში ყოველ თვე.

პარალელურად, სპეციალური ინსპექცია შევა კომპანიაში, რომელსაც Blue Horizon ეკუთვნის, რათა მოხდეს შემოწმება, რადგან კარიოტის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა ბევრი კითხვა, მეზღვაურთა კომპეტენციასა და გადამზადებასთან დაკავშირებით. იმის შესახებ, რაც გემზე ხდება, ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება თავად კომპანიასაც, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ისინი ასაქმებენ, ამზადებენ და გზავნიან მეზღვაურებს სამუშაო პოზიციებზე. ამ შემთხვევაში გემზე აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ, რომ მგზავრი იხრჩობოდა და სრულიად არაფერი გააკეთეს.

აღსანიშნავია ის ჩანაწერიც, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა და ისმის, თუ როგორ საუბრობენ ერთმანეთში ეკიპაჟის წევრები, ამბობენ, რომ რაც გემზე ხდება, გემზევე რჩება და არცერთი სიტყვა არ უნდა თქვან მომხდარის შესახებ.

აშკარაა, რომ ვერ წარმოედგინათ, რომ იქნებოდა ვიდეო ჩანაწერები, როგორ ჰკრავენ ანტონის ხელს, როგორ არაფერს აკეთებენ მას შემდეგ, რაც წყალში ვარდება და ასევე, ვერ იფიქრებდნენ, რომ ამ ყველაფერს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა.

onalem

ტესტ