fbpx
საზოგადოება

კირიაკოს მიცოტაკის 93 წლის მოხუცმა გული აუჩუყა – რა უთხრა პრემიერს ქალბატონმა მარულამ?!

კირიაკოს მიცოტაკი კუნძულ ასტიპალეაზე, რომელსაც დიდი პერსპექტივები აქვს, მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა. პრემიერს განსაკუთრებით აუჩუყა გული 93 წლის ქალბატონმა, მარულა საკელარიდუმ, რომელიც მას დაახლოებით 1 საათის მანძილზე ესაუბრებოდა.

ცხადია, ცნობილი არ არის ყველა დეტალი, თუმცა, როგორც ქ-ნ მარულამ მედიასთან თქვა, პრემიერთან ვაქცინაციაზე ისაუბრა და პარალელურად, საკუთარი საჩივარიც გაანდო.

“მკითხა, ვაქცინაცია თუ ჩავიტარე და ვუთხარი, რომ არა თუ პირველი, არამედ მეორე დოზაც გაკეთებული მაქვს. მაგრამ ისიც ვუთხარი, რომ ჩემი ცხოვრება გართულებულია, ვინაიდან პენსია, რომელსაც ქვრივობიდან გამომდინარე ვიღებდი, შემიმცირდა. ამის შემდეგ ძალიან გამიჭირდა და იმედი მაქვს, რომ აღდგება.

პრემიერს ვაღმერთებ და ვუთხარი, რომ დიდი პატივია ჩვენთვის მისი აქ ყოფნა,” ამბობს ქალბატონი.

შეგახსენებთ, რომ იგეგმება ასტიპალეას ყველაზე “მწვანე” და “ჭკვიან” კუნძულად ქცევა.

მთავრობის მიზანია, რომ კუნძულზე 70%-ით შემცირდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა და 25%-ით შემცირდეს ენერგიის ხარჯები. ამ მიზნის მიღწევას კი, მიცოტაკი Volkswagen-თან თანამშრომლობით აპირებს.

აღნიშნული ინიციატივა სრულად შეესაბამება ზოგად გეგმას, რომელიც ქვეყნის “გამწვანებასა” და ციფრულ სისტემაზე გადასვლას ემსახურება. პრემიერი ამ დროისთვისაც კუნძულზე იმყოფება.

პირველ ეტაპზე მთავრობა ეცდება, რომ არსებული ავტომობილები ჩანაცვლდეს ელექტრომობილებით, სახლებსა და ბიზნესებთან დამონტაჟდეს დამტენი მოწყობილობები და მოხდეს ამ ელექტრომობილების გაზიარებაც კი.

ამას გარდა, დაგეგმილია, რომ მოხდეს მზისა და ქარის ენერგიის მაქსიმალური გამოყენება და 2026 წლისთვის ენერგიის ეს წყაროები კუნძულის მოთხოვნების 80%-ს ფარავდეს.

ბოლო და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის საგზაო ქსელის სრულყოფაში მოყვანა, რათა მომავალში შესაძლებელი იყოს ისეთი ავტომობილების მოძრაობა, რომლებსაც არ სჭირდებათ მძღოლის საჭესთან ჯდომა.

onalem

ტესტ