fbpx
საბერძნეთი

დღეს საბერძნეთში ექსპერტთა საბჭო იკრიბება: რა საკითხები განიხილება?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს ქვეყნის ექსპერტთა საბჭო კიდევ ერთხელ იკრიბება და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს. როგორც ადონის გეორგიადისმა განაცხადა, ზომების მოხსნის მხრივ კიდევ არის დარჩენილი რამდენიმე ეტაპი.

რას განიხილავენ ექსპერტები?!

საკვანძო საკითხები ამ შემთხვევაში არის: ქორწილებსა და სხვა დაწესებულებებში მუსიკის დაშვება და გადაადგილებაზე აკრძალვის სრული მოხსნა. ასევე, მოსახლეობისთვის საინტერესოა პირბადეების ტარების ვალდებულების საკითხი.

არისტოტელია პელონიმ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ ყველაფერი ჯერჯერობით ისე დარჩება, როგორც არის, მინიმუმ ივნისის შუა რიცხვებამდე მაინც:

“პანდემია ჩვენთან რჩება და ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვა გავაგრძელოთ, თვით-ტესტირება და პირბადეები კვლავ გვჭირდება.”

დღეს საღამოს ცნობილი გახდება, თუ რა შეიცვლება საბერძნეთში უახლოეს დღეებში.

onalem

ტესტ