fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ჩამოსვლა და “სუნთქვის ტესტი” – რა ცვლილების დანერგვას აპირებს საბერძნეთი

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში შემოსასვლელად საჭიროა ჩატარებული გქონდეთ PCR ტესტი კორონავირუსზე, გამომგზავრებამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე. ცხადია, ტურისტების ნაწილი, რომელიც ამ სეზონზე ქვეყანაში შემოვა, ვაქცინირებული არ იქნება. აქედან გამომდინარე, მათთვის გარდაუვალია ტესტის გაკეთება, რომ მოგზაურობა შეძლონ.

საბერძნეთისთვის პრობლემად რჩება ფაქტი, რომ კუნძულებზე არ არის საკმარისი ინფრასტრუქტურა და მომსახურების ის დონე, რომ ტურისტებმა საკუთარ სამშობლოში დაბრუნებამდეც გაიკეთონ ტესტი და მოკლე დროში მიიღონ პასუხები.

სწორედ ამიტომ საბერძნეთის მთავრობა გეგმავს, რომ კუნძულებსა და ათენს შორის დამყარდეს პირდაპირი საჰაერო კავშირი, რომ ტურისტების მიერ გაკეთებული ტესტების ნიმუშები სწრაფად გადმოიგზავნოს თვითმფრინავით ათენში, მოხდეს მათი დამუშავება და შემდეგ გაიგზავნოს ისევ უკან, რათა ტურისტებმა სწრაფად მიიღონ პასუხები, რომლებითაც დაბრუნდებიან სამშობლოში.

ცხადია, ამ ყველაფრის მთავარი მიზანი არის იმ ტურისტების “გაფილტვრა”, რომლებიც დადებითები არიან კორონავირუსზე და არ აქვთ სიმპტომები, შესაბამისად, არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები.

ვინაიდან სახმელეთო საზღვრებზე ტურისტები მაინც ცდილობენ შემოსვლას, ყალბი ტესტების საშუალებით, იგეგმება, რომ დაინერგოს ე.წ. სინგაპურის მოდელი, რომელიც გულისხმობს “სუნთქვის ტესტების” განთავსებას, რომლებიც სუნთქვის საშუალებით ადგენენ არის თუ არა ინფიცირებული რომელიმე ადამიანი. ტესტი არის 90%-ით სანდო და პასუხს იძლევა 1 წუთში.

 

onalem

ტესტ