fbpx
საზოგადოება

კრეტელი 33 წლის ქალი ფოტოს გადაღების დროს 30 მეტრიანი კლდიდან გადავარდა

ტრაგედია ლუქსემბურგში, სოფელ ნადრინში მოხდა, სადაც 33 წლის კრეტელი ქალის სიცოცხლე ერთი ფოტოს გამო დასრულდა.

ახალგაზრდა ზოი მარინაკი, რომელიც ბეგლიაში ცხოვრობდა, საკუთარ მეუღლესთან ერთად მოგზაურობდა. მას მამა რეთიმნოდან, ხოლო დედა ბელგიიდან ჰყავს, თუმცა, მშობლების დაშორების შემდეგ, მან დედის გვარის შენარჩუნება არჩია.

33 წლის ქალი ლუქსემბურგის სოფელში 30 მეტრიანი კლდიდან სურათის (სელფის) გადაღებას ცდილობდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და მდინარეში ჩავარდა. მისი უსულო სხეული მაშველებმა მოგვიანებით ამოასვენეს.

ზოის მამიდა, რომელიც რეთიმნოში ცხოვრობს, მომხდარით შეძრულია, რადგან სულ ორი წლის წინ საკუთარი ვაჟიც უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Zoë Snoeks (@zoe_snoeks_)

onalem

ტესტ