fbpx
კრიმინალი

შოკისმომგვრელი ვიდეო: როგორ მისდევს დანით კრეტელი მამაკაცი ყოფილ მეუღლეს

ბერძნული მედია ავრცელებს კადრებს, თუ როგორ მისდევს 54 წლის მამაკაცი იერაპეტრაში ყოფილ მეუღლეს დანით. ცივი იარაღის შესახებ ის ამბობს, რომ მუდმივად თან დაჰქონდა მოტოციკლით, არა იმოტომ, რომ ქალს თავს დასხმოდა, არამედ იმიტომ, რომ ყოფილი მეუღლის პარტნიორისგან თავი დაეცვა, რადგან მას საშიშად თვლიდა.

ცნობილი გახდა, რომ ცოლ-ქმარი ბოლო 10 წლის მანძილზე იყო დაშორებული, თუმცა, მაინც ერთ სახლში ცხოვრობდნენ. მამაკაცი ნექტარიას მუდმივად სცემდა, ემუქრებოდა და პრობლემებს უქმნიდა. საბედისწერო დღეს, დამნაშავის თქმით, მასთან იმისთვის მივიდა, რომ ეთქვა სხვა საცხოვრებლად მარტო სურდა გადასვლა, მაგრამ ქალის დახვედრამ და მისმა საუბრის მანერამ იმდენად გააბრაზა, რომ კონტროლი დაკარგა და სასიკვდილოდ დაჭრა.

ვრცელდება კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ მამაკაცს დანა უჭირავს და ყოფილ მეუღლეს მისდევს. ნექტარიას ცივი იარაღით მან 16 ჭრილობა მიაყენა.

onalem

ტესტ