fbpx
კრიმინალი

ყალბი “ადია დიამონის”, პასპორტები და ა.შ. – აგიოს პანტელეიმონას ტერიტორიაზე სამი ემიგრანტი დააკავეს

საბერძნეთის პოლიციის მიერ მორიგი ოპერაცია აგიოს პანტელეიმონას ტერიტორიაზე განხორციელდა. გამოძიების საფუძველზე ოფიცრებმა ეჭვი უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეზე მიიტანეს, რომელთაც ჩხრეკის შედეგად უამრავი ყალბი საბუთი აღმოუჩინეს.

კერძოდ, ბინიდან პოლიციამ ამოიღო ყალბი პასპორტები, სხვადასხვა სამგზავრო დოკუმენტები, ყალბი “ადია დიამონის” ანუ საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების დამადასტურებელი საბუთი, ასევე მართვის მოწმობა, დანა და ნაღდი ფული 500 ევროს ოდენობით.

დაკავებულების ეროვნება უცნობია. ისინი ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

პოლიცია ვარაუდობს, რომ საბუთების გაყალბების საქმეში მათ კიდევ ჰყავთ თანამზრახველები, რის გამოც, გამოძიება გრძელდება.

 

onalem

ტესტ