fbpx
საზოგადოება

“ალბათ, სიგარეტით ხელში ჩაეძინა, შემდეგ კი დამწვარი ვიპოვეთ” – ტრაგედია ათენის გარეუბანში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი გლიფადაში, პოსიდონოს N117-ში მოხდა. მეხანძრეების მიერ მიცემული ჩვენებების საფუძველზე ირკვევა, რომ 65 წლის უცხოელი ქალი ცოცხლად დაიწვა.

კერძოდ, ცეცხლი ბინაში დაახლოებით ღამის 02:00 საათზე გაჩნდა და სახლში ზარალი გამოიწვია.

მეხანძრეემა ადგილზე მისვლისას მალევე შეძლეს ხანძრის კონტროლის არეში მოქცევა, თუმცა, 65 წლის ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, ბრიტანეთის მოქალაქეა, სახლში სერიოზული დამწვრობებით იპოვეს.

პირველადი ინფორმაციით, ის სიგარეტს ეწეოდა, რა დროსაც ჩაეძინა და ცეცხლი ჯერ მის ტანსაცმელს გაუჩნდა, შემდეგ კი სახლში გავრცელდა.

ამ დროისთვის სხვა ვარაუდი, ხანძრის გაჩენის მიზეზთან დაკავშირებით, არ ვრცელდება.

 

onalem

ტესტ