fbpx
საბერძნეთი

მკაცრი კონტროლი და სამზადისი მაღაზიებში ხვალინდელი ცვლილებებისთვის

დღეს მოსახლეობის აუცრელი ნაწილისთვის ბოლო დღეა, როცა ყველა დაწესებულებაში თავისუფლად შეუძლიათ შესვლა. მაღაზიების ხელმძღვანელობა აქტიურად ემზადება ხვალინდელი ცვლილებებისთვის, ვინაიდან საჭირო იქნება მკაცრი კონტროლის განხორციელება, მთავრობის მიერ მიღებული ზომების დასაცავად.

ამ ყველაფერს კიდევ უფრო “ტრაგიკულს” ხდის ფაქტი, რომ მოქმედებაშია დიდი საშემოდგომო ფასდაკლებები და უქმე დღეებში ვაჭრობა მხოლოდ აცრილებს ან მათ შეეძლებათ, ვინც გაიკეთებს Rapid ანუ სწრაფ ტესტს კორონავირუსზე.

ფაქტია, რომ შაბათ-კვირას ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე აღარ დაფიქსირდება ისეთი ქაოსი, როგორც ზომების მიუღებლობის შემთხვევაში იყო მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბრიდან ტესტის გაკეთება აუცრელებისთვის საჭიროა მხოლოდ კომერციული ტიპის მაღაზიებში შესასვლელად. აღნიშნული არ ეხებათ სუპერმარკეტებს, საცხობებს, აფთიაქებს და ზოგადად, სურსათის მაღაზიებს.

მათ, ვინც არ არის ვაქცინირებული და არც ტესტის გაკეთებას აპირებს, შეუძლია ისარგებლოს ონლაინ შეკვეთებით და პროდუქტი წაიღოს მაღაზიის შესასვლელიდან.

 

onalem

ტესტ