fbpx
საბერძნეთი

ათენი: საროსკიპოს მფლობელის მიერ სასამართლოსთვის გადაცემული მასალა ხალხური სიმღერები აღმოჩნდა

დაუჯერებელია, მაგრამ კონსტანტინა კარაძიოტის მიერ სასამართლოში მიტანილ USB-ზე 53 წლის ილიას მიხოს მამხილებელი მასალის ნაცვლად, ხალხური სიმღერები აღმოაჩინეს… დიახ, მხოლოდ და მხოლოდ ბერძნული ხალხური სიმღერები.

საუბარია ქალზე, რომელიც გაზიში საროსკიპოს ფლობს და ამტკიცებდა, რომ მიხოს იქ 12 წლის გოგონა მიჰყავდა და ცნობილ პირებს: პოლიტიკოსებს, მსახიობებს ახვედრებდა. კარაძიოტი სასამართლოში მივიდა სპეციალური USB-ის თანხლებით და ამბობდა, რომ სწორედ მასზე ჰქონდა კადრები, რომლებიც უსაფრთხოების კამერებიდან ამოიღო და აპირებდა, რომ გამოძიებისთვის გადაეცა. სწორედ იქ ჩანდნენ ერთად მიხო და 12 წლის ბავშვი.

სამწუხაროდ, მისი მტკიცებულება-მასალები მხოლოდ ხალხურ სიმღერებს მოიცავდა და არაფერი იყო ხელჩასაჭიდი.

კითხვაზე, თუ რატომ არ ამოიღო აქამდე ხმა ქალმა, თუ იცოდა რა ხდებოდა მის საროსკიპოში, ქალი აცხადებს, რომ როდესაც მიხოს  ბავშვი იქ მიჰყავდა, ადგილზე არ იმყოფებოდა ხოლმე და შესაბამისად, არც ინფორმაცია ჰქონდა, ვიდრე მიხოს ფოტო ტელევიზიით არ ნახა და შემდეგ კამერები არ გადაამოწმა.

onalem

ტესტ