fbpx
კრიმინალი

“ის ყოველთვის აგრესიული იყო და ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა” – ტრაგედია ხალანდრში

ხალანდრში დღეს დილით დატრიალებული ტრაგედია ენით აღუწერელია. ჟურნალისტებმა ინტერვიუები ჩამოართვეს მეზობლებს და ოჯახის წევრებს, რომლებიც სხვადასხვაგვარად ახასიათებენ ოჯახს და 27 წლის მამაკაცს.

როგორც მისი დეიდა ამბობს, მას ბავშობაში მამის გარდაცვალების შემდეგ, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო და ყოველთვის აგრესიულ ხასიათს ავლენდა. დედას და დას ხშირად ეჩხუბებოდა.

მეზობელი კი ჰყვება, რომ ისინი მამაკაცს არ იცნობდნენ, მაგრამ ხშირად ხედავდნენ და მშვიდი ოჯახი ჩანდა. მისი თქმით, ის შვილს ყურადღებას აქცევდა, როდესაც თამაშობდა და სრულიად გაუგებარია მათთვის, თუ რა მოხდა და რატომ მოკლა საკუთარი 4 წლის ბიჭი, შემდეგ კი თავი მოიკლა.

როგორც უკვე ცნობილია მოკლული შვილი და ყოფილი ქმარი ქალმა დღეს დილით დაახლოებით 12:00 საათზე იპოვა, როდესაც სახლში მიაკითხა, რადგან ტელეფონზე არ პასუხობდა. ორივე უკვე გარდაცვლილები იატაკზე ნახა და მაშინვე საშინელი ყვირილი დაიწყო, რის შედეგადაც მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს და მომხდარის შესახებ გასაჯაროვდა.

onalem

ტესტ