fbpx
კრიმინალი

ათენი: პოლიციამ 21 წლის ბიჭი, რომელმაც ნათლია მოკლა, ციხეში ხელში აყვანილი გადაიყვანა

ვრცელდება კადრები, თუ როგორ ეწინააღმდეგება 21 წლის მამაკაცი პოლიციას, როდესაც ის ციხეში გადაჰყავთ. როგორც უკვე ცნობილია, მან პეტრალონაში მდებარე ბინაში საკუთარი ნათლია მოკლა, ცხედარი კი ნაგავში გადააგდო. ირკვევა, რომ ახალგაზრდას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუმცა, ბერძნულმა სასამართლომ მისი ციხეში ჩასმის გადაწყვეტილება მიიღო.

ბრალდებული მკვლელობის მიზეზად ნათლიის მხრიდან მისი დედის მიმართ გამოვლენილ ძალადობას ასახელებს.

როდესაც ის ციხეში გადაჰყავდათ, პოლიციის მანქანიდან გადმოსვლაზე უარს აცხადებდა, ხოლო შემდეგ პოლიციას ფიზიკურად უწევდა წინააღმდეგობას. ოფიცრებს მისი იქ შეყვანა ხელში აყვანის გზით მოუწიათ.

onalem

ტესტ