fbpx
კრიმინალი

ათენში ციხიდან გაქცეული ემიგრანტი დააკავეს, რომელსაც 23 წლიანი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული

გავრცელებული ინფორმაციით, მას 23 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, რადგან უსაბუთო ემიგრანტები საბერძნეთში უკანონოდ შემოჰყავდა.

როგორც ირკვევა, სირიის 37 წლის მოქალაქე ხანიის ციხიდან 2019 წლის აგვისტოში გაიქცა და მას შემდეგ ვერ პოულობდნენ. როგორც აღმოჩნდა, ათენამდე ჩამოსვლა შეძლო და თავისუფლად გადაადგილდებოდა, ვიდრე ანო ლიოსიის ტერიტორიაზე პოლიციამ არ ამოიცნო. ცხადია, ოფიცრებმა ის მაშინვე აიყვანეს.

ჩამორთმეულია მანქანა, მართვის მოწმობა, პასპორტი და სხვა დოკუმენტები, რომელთაგან თითქმის ყველაფერი ყალბი იყო.

დაკავებული ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ