fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 11 წლის ბავშვი უპატრონო ძაღლებს გაურბოდა და მანქანა დაეჯახა

შემთხვევა გუშინ საღამოს კოზანის ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 11 წლის ბავშვი ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული და ექიმები მას შესაბამის მკურნალობას უტარებენ.

11 წლის ბიჭი დაახლოებით 20:00 საათზე სახლში მიდიოდა, როდესაც უპატრონო ძაღლების ჯგუფს წააწყდა. ძაღლები მისკენ მირბოდნენ, რათა თავს დასხმოდნენ. ბავშვი მათგან თავის დაღწევას ცდილობდა და გაიქცა, თუმცა, სწორედ ამ დროს მეორე მხრიდან მომავალი მანქანა დაეჯახა.

მძღოლმა ის არ მიატოვა და დაუყოვნებლივ გამოიძახა სასწრაფო დახმარება.

როგორც ირკვევა, 11 წლის ბიჭს შოკისგან გონება ჰქონდა დაკარგული, დაზიანებები კი როგორც ტანის, ასევე თავის არეში აქვს მიღებული.

საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, რომ ის გამოჯანმრთელებას მალე შეძლებს.

onalem

ტესტ