fbpx
საზოგადოება

25 წლის ბერძენმა 28 წლის გოგოს სიკვდილის შესახებ ფეისბუქზე დაწერა, რათა მისთვის ქმარი წაერთმია

დაუჯერებელია, მაგრამ შემთხვევა საბერძნეთში, ლარისაში მოხდა. 25 წლის ბერძენმა გოგომ 28 წლის გოგოს სიკვდილის შესახებ ფეისბუქზე დაწერა, რის შედეგადაც “გარდაცვლილის” ოჯახში სატელეფონო სამძიმრები არ წყდებოდა. ხალხი სახლშიც კი მიდიოდა… როგორც ის წერდა, ახალგაზრდა ქალი ავარიაში იყო დაღუპული.

ცხადია, ეს ყველაფერი უბრალო ფარსი იყო და როგორც აღმოჩნდა, 25 წლის ბერძენ გოგოს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა – 28 წლის გოგოსთვის ქმრის წართმევა.

მოგვიანებით, როცა ყველაფერი გაირკვა, ინტერნეტ თაღლითობის მსხვერპლმა თავად დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ის ცოცხალი იყო და ეს მხოლოდ და მხოლოდ 25 წლის გოგოს ოინები იყო.

“ის არის დაახლოებით 25 წლის ქალი, ტირნავოდან. ჩემი მეუღლე ადრე “პანიგირის” დროს ნახა და შეუყვარდა. ერთად არასოდეს ყოფილან, მაგრამ დასდევდა და აწუხებდა,” აცხადებს 28 წლის ქალი.

მიუხედავად ამისა ყველაფერი აქ არ დასრულებულა, მის ქმარზე შეყვარებულ 25 წლის გოგოს მან სასამართლოში კიბერ დანაშაულისთვის უჩივლა.

onalem

ტესტ