fbpx
კრიმინალი

“არაფერი დამინახავს და არაფერი გამიგია” – შვილის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის ქალი სასამართლოში

კიფსელზე 2017 წელს მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. 34 წლის პოლონელი მამაკაცი პროკურორის წინაშე გუშინ წარსდგა, ხოლო ოფიციალურ ჩვენებას სამშაბათს დილით მისცემს. რაც შეეხება 29 წლის ქალს, 7 წლის ანდრეას დედას, ის სასამართლოში დღეს დილით გადაიყვანეს.

29 წლის ხრისტინა მანიატაკი აცხადებს, რომ არ დაუნახავს როგორ კლავდა საიზოლაციო ლენტით მისი პარტნიორი მცირეწლოვან ბავშვს და არც ხმა გაუგია, როდესაც ბიჭი გადარჩენისთვის იბრძოდა.

საბერძნეთის პოლიციის ოფიცერ-გამომძიებელი შემდეგ კომენტარს აკეთებს ბრალდებულთა ჩვენებებზე:

“საუბარია ადამიანზე, რომელიც უმეტესად სიმართლეს ამბობს, მაგრამ არა 100%-ით. ეს არის ადამიანის ტიპი, რომელიც თავს ხრის, საუბრობს საკუთარ დანაშაულზე და ამბობს, რომ შეცდომა დაუშვა. ფაქტია, რომ ცდილობს პასუხისმგებლობები მთლიანად აიღოს საკუთარ თავზე და ქალი დაიცვას. ცხადია, რომ ბრალდებული ვერ აღიქვამს დანაშაულის სიმძიმეს, ქალზე ამბობს, რომ სახლში იყო, მაგრამ დანაშაულში არ მონაწილეობდა, ეს აშკარა ტყუილია.

რაც შეეხება 29 წლის ქალს, მისი ჩვენებები ლოგიკაში არ ჯდება. გამორიცხულია, რომ არ დაუნახავს, როგორ მოკვდა მისი შვილი, რომ არ დაუნახავს საიზოლაციო ლენტი მის პირზე.”

onalem

ტესტ