fbpx
საზოგადოება

“დიმიტრი ძალიან მიყვარს, ბრალდებები სიმართლეც რომ იყოს, დიდ მწუხარებას ვიგრძნობ მის მიმართ” – საკის რუვას

ცნობილი ვარსკვლავის, საკის რუვას განცხადებებმა, რომლებიც დიმიტრის ლიგნადის შესახებ გააკეთა, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და სკანდალი გამოიწვია. რუვა მიწვეული იყო გადაცემაში, “Χαμογέλα και πάλι”, სადაც მან საკუთარი დამოკიდებულება განმარტა ლიგნადის პიროვნებისა და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების მიმართ:

“როდესაც ეს ბომბი გასკდა, ღრუბლებიდან ჩამოვვარდი. დიმიტრი ძალიან მიყვარდა და მუდმივად ვგრძნობდი აღფრთოვანებას, სულ ეს არის ჩემი გრძნობები მის მიმართ. მის გვერდით მხოლოდ ეს განვიცადე, ამიტომ ჩემი ჩვენებაც ამით შემოიფარგლება.

როდესაც ეს ყველაფერი შევიტყვე, შემეშინდა, დიდი სევდა და მწუხარება ვიგრძენი მის მიმართ. მივხვდი, რომ იმ მომენტში უბრალოდ ჯოჯოხეთში იყო. 

უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ლიგნადის, რომელიც მე გავიცანი, არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისმის და რაშიც ბრალი ედება. ამას გარდა, არ ვიცი, კიდევ რა ხდებოდა პარალელურად. ველოდები, რომ დამტკიცდეს მეორე მხარის პოზიციაც. მე ვერ ვიქნები მისამართლე, დაე, მართლმსაჯულებამ გადაწყვიტოს.

ეს ყველაფერი სიმართლეც რომ აღმოჩნდეს, მის მიმართ კვლავ დიდ მწუხარებას ვიგრძნობ, რადგან როდესაც ადამიანი მსგავს რამეს აკეთებს, აუცილებლად იტანჯება რაღაც დაავადებისგან,” აცხადებს რუვა.

 

onalem

ტესტ