fbpx
ჯანმრთელობა

განგაში 74 წლის მამაკაცის გამო, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიდა და ვირუსი დაუდგინდა – არკვევენ, თუ ვისთან შევიდა კონტაქტში

როგორც უკვე ცნობილია, ამერიკაში კორონავირუსის პანდემიის გამო ურთულესი მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, საბერძნეთი აშშ-სთან საზღვრებს არ ხსნის და ფრენები არ აღდგენილა. მიუხედავად ამისა, ირკვევა, რომ 74 წლის მამაკაცმა, რომელიც ბერძენ-ამერიკელია, მოახერხა აშშ-დან კუნძულ კარპათოსზე ჩასვლა.

გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც მამაკაცმა თავი შეუძლოდ იგრძნო და სიმპტომები გამოუვლინდა. ტესტის ჩატარების შედეგად კი ვირუსი დაუდგინდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აეროპორტში ჩამოსვლისას მისმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

ბერძენ-ამერიკელი ამერიკიდან კიკლადესის კუნძულზე ტრანზიტული ფრენის საშუალებით ჩამოვიდა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან შევიდა კონტაქტში მამაკაცი იმ მომენტამდე, ვიდრე კორონავირუსი დაუდგინდებოდა. ვარაუდობენ, რომ მან გამოიწვია ვირუსის გავრცელება, ვიდრე უსიმპტომო იყო.

onalem

ტესტ