fbpx
ჯანმრთელობა

მორიგი და სერიოზული პრობლემა საბერძნეთში – 9 ინფიცირებული, რომლებმაც არ იციან როგორ დაინფიცირდნენ

გარდა საზღვარგარეთიდან მომავალი საფრთხისა, დღეს საბერძნეთში ექსპერტები ყველაზე მეტად “ობოლ” ინფიცირებულებზე ამახვილებენ ყურადღებას და დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კოზანში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 9 შემთხვევა და არცერთმა მათგანმა არ იცის, თუ რა ვითარებაში დაინფიცირდა.

ირკვევა, რომ ამ შემთხვევაში კონტაქტების სრულად გამოკვეთა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და ვერც იმის დადგენა ხდება, თუ როგორ დაინფიცირდნენ ისინი. ამ ეტაპზე ეს საკითხი ყველაზე პრობლემურად რჩება.

თავად ინფიცირებულთა განცხადებით, მათ სიმპტომები გამოუვლიდანთ და კოზანის საავადმყოფოში მივიდნენ. შემდეგ უკვე რეფერალურ საავადმყოფოში, ბოდოსაკიოში გადაიყვანეს და ზოგი მათგანი ჰოსპიტალიზირებულია, ზოგი კი თვითიზოლაციაში რჩება.

 

onalem

ტესტ