fbpx
საბერძნეთი

“თურქები რჩებიან გაუნათლებლებად… ასეთები არიან და ასეთებად დარჩებიან” – მთავარეპისკოპოსი ხრისოსტომო

მთავარეპისკოპოსმა ხრისოსტომომ დღეს აგია სოფიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. მან თურქებს გაუნათლებლები უწოდა და განაცხადა, რომ ასეთებად დარჩებიან.

“ეს გადაწყვეტილება ჩვენ ყველას ბევრ რამეს გვასწავლის. ახლა ორივე ფეხზე მყარად უნდა ვიდგეთ. არ არსებობენ ძმები, არ არსებობენ მოკავშირეები და მხარდამჭერები. ეს გვასწავლის, რომ დამოუკიდებლად ვიმუშაოთ და მხოლოდ საკუთარ ფეხზე ვიდგეთ.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად სუსტები ვართ. ჩვენ ვართ გაერთიანებულები, რომელთაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ სირთულეებს. მხარდამჭერად ახლა მხოლოდ ღმერთი უნდა გვყავდეს.

ვგლოვობთ, მაგრამ აგია სოფია არასოდეს დაკარგავს თავის ღირებულებას. 10 საუკუნე ის იყო ქრისტიანობის სიმბოლო და მართლმადიდებლობის ცენტრი.

თურქეთმა ისწავლა, როგორ გაანადგუროს ყველაფერი. მათ კარგად ვიცნობთ, საუკუნეების მანძილზე ის ანადგურებდა სხვადასხვა ძეგლებს და ზოგჯერ ამას მათთვის სარგებელიც კი არ მოჰქონდა, მაგრამ შემდეგ როგორც საკუთარ კულტურად ისე წარმოაჩენდა.

თურქები რჩებიან გაუნათლებლებად, არაცივილიზებულ და უკულტურო ერად, ასეთები იყვნენ და ასეთებად დარჩებიან,” აცხადებს კვიპროსის მთავარეპისკოპოსი.

 

onalem

ტესტ