fbpx
საბერძნეთი

მომდევნო დღეებში გადაწყდება, დაწესდება თუ არა ატიკაში მარტის მსგავსი, მკაცრი კარანტინი

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში დაწყებითი სკოლები გაიხსნა, ხოლო საშუალო სკოლები ორშაბათს გაიხსნება, ექსპერტთა საბჭო მათი ისევ დახურვის საკითხს არანაირად არ გამორიცხავს.

არსებული ვარაუდით, მაღაზიებში სიარულმა გაზარდა ნათესავებისა და მეგობრების მონახულების ტენდენცია და სწორედ ამიტომ, ვირუსის გავრცელება დაიწყო გაცილებით სწრაფად. ეს იყო სპონტანური გავრცელება მაღაზიებს გარეთ და არა შიგნით, რადგან გრძელი რიგები სწორედ გარე ტერიტორიებზე ფიქსირდებოდა.

ამას გარდა, ექსპერტებს აშფოთებთ ფაქტი, რომ კუნძულებზე დაინფიცირებულ პაციენტებს, რომლებსაც მძიმე მდგომარეობა აქვთ, ათენში გადმოიყვანენ და საავადმყოფოებში კვლავ საწოლების დეფიციტი იქნება.

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოს პროფესორები ხაზგასმით აცხადებენ, რომ თუკი ატიკაში მომდევნო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები განსაკუთრებით გაიზრდება, მთავრობას აუცილებლად მისცემენ რეკომენდაციას მარტის მსგავსი, უმკაცრესი კარანტინის დაწესების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ატიკის რეგიონი წითელ ზონაშია შესული და ყოველდღიურად გამოვლენილ შემთხვევათა თითქმის ნახევარი ამ რეგიონზე მოდის.

onalem

ტესტ