fbpx
საბერძნეთი

“ატიკის რეგიონში ხვალ, 25 ივლისს, ხანძრის განსაკუთრებით მაღალი რისკები იქნება” – სამინისტროს გაფრთხილება

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ავრცელებს გაფრთხილებას ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით – 25 ივლისს კონკრეტულ რეგიონებში ხანძრის განსაკუთრებით მაღალი რისკები ფიქსირდება, შესაბამისად, მოსახლეობამ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ამაში მოიაზრება როგორც ისეთი საქმიანობის თავიდან არიდება, რომელმაც შესაძლოა ხანძრის გაჩენა გამოიწვიოს, ასევე, ხანძრის შემთხვევაში, ხელისუფლების მითითებების გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში ევაკუაცია.

ძლიერი ქარიდან გამომდინარე, რომელსაც მომდევნო ორი დღის მანძილზე ახლდება 44-45 გრადუსიანი სიცხე, არსებობს შესაძლებლობა, რომ ხანძრები გაჩნდეს და შემდეგ უკონტროლოდ გავრცელდეს. კონკრეტულ რეგიონებში კი, ეს რისკები განსაკუთრებით მაღალია.

კერძოდ, საუბარია შემდეგ ტერიტორიებზე:

უკიდურესად მაღალი რისკი – კრეტა (რეთიმნო, ირაკლიო, ლასითი),0სამხრეთ ეგეოსი (როდოსი, სადაც უკვე მძვინვარებს ძლიერი ხანძარი).

მაღალი რისკები ფიქსირდება:

ატიკის რეგიონი, ცენტრალურ საბერძნეთში, ჩრდილოეთ ეგეოსი (იკარია, სამოს).

სამხრეთ ეგეოსი (კარპათოს, კალიმნოს, კოს).

თესალია (ლარისა, მაგნისია).

კრეტა (ხანია).

პელოპონისოს

იონიის კუნძულები

დასავლეთი საბერძნეთი.

 

onalem

ტესტ