fbpx
საბერძნეთი

დღევანდელობის გმირები: როგორ სძინავთ ძალაგამოცლილ მოხალისეებს ერთმანეთზე მიყრდნობილებს დამწვარ ტყეში

ბერძნული მედია ავრცელებს კადრებს, რომლებიც ხანძრების მიღმა მდგომი ადამიანების მდგომარეობას აღწერს. მეხანძრეები და მოხალისეები დღევანდელობის გმირები არიან – ადამიანები, რომლებიც სახლებისა და მოსახლეობის დასაცავად ებრძვიან სტიქიას, რომელიც ხშირ შემთხვევაში მათზე ძლიერია, მაგრამ მაინც არ ნებდებიან.

მოხალისეთა გვერდზე ვრცელდება ფოტოები, თუ როგორ სძინავთ მათ ერთმანეთზე მიყრდნობილებს, ზოგს კი ძირს, დამწვარ ტყეში. კადრები გადაღებულია როდოზე, სადაც ისინი უკვე 7 დღეა შეუჩერებლად ებრძვიან ხანძარს. ისინი არიან მოხალისე-მეხანძრეები და არა პროფესიონალები, ეს ნიშნავს, რომ მათ საკუთარი არჩევანი გააკეთეს, ებრძოლათ გამანადგურებელ ხანძრებთან.

ამ ადამიანებს სხვა გზა არ აქვთ, უნდა დაისვენონ და დაიძინონ იქ, სადაც ცეცხლმა გადაიარა, დამწვარ და გამოფიტულ გარემოში, რათა შემდეგ ისევ შეუდგნენ მუშაობას.

onalem

ტესტ