fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

აპრილი, მაისი, ივნისი – თვეები, როდესაც საბერძნეთში ვაქცინაციის პროცესი პიკში შევა

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი და რამდენი სახის ვაქცინაა ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი.

“ამ დროისთვის ჩვენს განკარგულებაშია 3 სახის ვაქცინა და რაც შეეხება Astrazeneca-ს ვაქცინას, ის 10 თებერვლისთვის უკვე საბერძნეთში უნდა იყოს. 

ვაქცინაცია ქვეყანაში ჩაუტარდა 270.000-მდე ადამიანს, ეს რიცხვი უნდა იყოს სამმაგი თებერვლის ბოლოსთვის, ხოლო მარტში კიდევ უფრო მაღალი.

რაც შეეხება იმუნიტეტს, როდესაც 2 მილიონი მოქალაქე იქნება აცრილი კორონავირუსზე, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფები, უკვე შესაძლებელი იქნება ვისაუბროთ ერთგვარ “გათავისუფლებაზე”.

მინდა აღვნიშნო, რომ თებერვალი იქნება რთული თვე, რადგან თავს იჩენს კიდევ სხვა ინფექციური დაავადებები და ვირუსები. 

აპრილი, მაისი და ივნისი არის თვეები, როდესაც ვაქცინაციის პროცესი იქნება პიკში და უკვე შეგვეძლება, რომ ზაფხულს ოპტიმიზმის თვალით ვუყუროთ,” აცხადებს ვასილის კიკილიასი.

onalem

ტესტ