fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ფეხმძიმე ქალი დანიშნულ საკეისრო კვეთაზე მივიდა, მაგრამ უკან გააბრუნეს, რადგან ანესთეზიოლოგი არ არსებობდა

ეს შემთხვევა 2023 წელს საბერძნეთში ხდება… ფეხმძიმე 28 წლის ქალი საკეისრო კვეთაზე მივიდა, რომელიც ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული, თუმცა, ფაქტობრივად, ამ საავადმყოფოში მშობიარობა შეუძლებელი იყო და უკან გააბრუნეს.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქალს კუნძულ ლეროს საავადმყოფოში უთხრეს, რომ ვერ ამშობიარებდნენ, რადგან ადგილზე ანესთეზიოლოგი არ ჰყავდათ – ის შვებულებაში იყო გასული. ერთადერთი გამოსავალი იყო კუნძულ კალიმნოსზე გადასვლა, თუმცა, ამისთვის საჭირო იყო ვერტმფრენი.

როგორც ჩანს, ფეხმძიმე ქალი დიდი ძალისხმევის შედეგად გადაიყვანეს კალიმნოზე ვერტმფრენით, რომელიც ლეროს-როდოსის რეისს ასრულებდა, ხოლო მისი მეუღლე და კიდევ ერთი ექიმი კუნძულამდე ნავით მივიდნენ. მიუხედავად, ამისა, თავგადასავალი ამით არ დასრულებულა, შემდეგ აღმოაჩინეს, რომ კალიმნოსზე არ იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც ფეხმძიმეს საავადმყოფომდე მიიყვანდა და საბოლოოდ, ის კერძო მანქანით გადაიყვანეს.

ქალის მამა ამ ყველაფერს სირცხვილს უწოდებს და ამბობს, რომ იღბლიანები, რომ არ ყოფილიყვნენ, შესაძლოა ფატალური შედეგებიც კი მიეღოთ.

საბოლოოდ, მშობიარობა უსაფრთხოდ ჩატარდა და დედა-შვილი ჯანმრთელები არიან.

onalem

ტესტ