fbpx
საბერძნეთი

Market Pass საბერძნეთში: როდის დაირიცხება შემდეგ ჯერზე თანხები სუპერმარკეტისთვის?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში სუპერმარკეტისთვის განკუთვნილ თანხასთან დაკავშირებით განაცხადის შევსებისთვის სისტემა 15 მარტამდე იყო ძალაში. მათ, ვინც განაცხადი გააკეთა, თანხა უკვე მიიღო ერთჯერადად, იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობა ეკუთვნოდათ.

აღნიშნულმა სისტემამ დაბნეულობა გამოიწვია და ბევრმა იფიქრა, რომ ყოველ თვეში საჭიროა თავიდან შეივსოს განაცხადი. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან განაცხადი კეთდება ერთხელ და თანხები ნაწილდება თვეების მიხედვით.

კერძოდ, ვინც აირჩია, რომ თანხა მიიღოს, საბანკო ანგარიშზე, პირველ ჯერზე დარიცხული თანხა ითვალისწინებს სამ თვეს: თებერვალი, მარტი და აპრილი, ხოლო მეორე ჯერზე, თანხა დაირიცხება მაისის თვეში და იქნება შემდეგი თვეების: მაისი, ივნისი და ივლისი. ეს ნიშნავს, რომ მარტის თვეში დარიცხული თანხა არ არის მხოლოდ ერთი თვის, არამედ სამი თვის ერთად.

ამის შემდეგ დახმარების ეს პროგრამა წყდება, რადგან მოქმედებს მხოლოდ 6 თვის მანძილზე, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით.

onalem

ტესტ