fbpx
საბერძნეთი

რას უნდა ველოდოთ ათენის ცენტრში მომდევნო დღეებში – საბერძნეთის პოლიციის გეგმა

ექსარხიაში, ბოლო პერიოდის მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საბერძნეთის პოლიცია ახალი გეგმის შემუშავებას ცდილობს. დაიგეგმება გრძელვადიანი ოპერაციები, რომლებიც მომდევნო დღეების მანძლზე ათენის ცენტრში განხორციელდება და რამდენიმე პრობლემაზე იქნება ორიენტირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი მიზანი ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა. პოლიციის დამატებითი ოფიცრები იმუშავებენ ნარკოტიკებით მოვაჭრეთა დასაკავებლად.

ასევე, ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობასთან ბრძოლაც.

მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნება პოლიციის სპეციალური ჯგუფი (ΔΕΛΤΑ), რომელიც აღნიშნულ ოპერაციებს ათენის ყველაზე ცხელ, ცენტრალურ უბნებში ჩაატარებს. ესენი იქნებიან ოფიცრები, განსხვავებული დანიშნულებით, რომლებიც კრიმინალის წინააღმდეგ იმოქმედებენ.

ივნის-ივლისის პერიოდში უკვე გაიშიფრა რამდენიმე კრიმინალური დაჯგუფება.

როგორც მედია იუწყება, ათენის ცენტრში კიდევ 1.500-მდე ახალი ოფიცერი იმოძრავებს.

onalem

ტესტ