fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: დაკავებულია 26 უსაბუთო იმიგრანტი და 21 წლის უცხოელი, რომელსაც ისინი საბერძნეთში შემოჰყავდა

თესალონიკის პოლიციამ 21 წლის ალბანელი მამაკაცი დააკავა, რომელსაც 26 უსაბუთო იმიგრანტი საბერძნეთში უკანონოდ შემოჰყავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ერთ ფურგონში იყვნენ მოთავსებულები და ქვეყნის საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთეს. ცხადია, მათ არ გააჩნდათ არანაირი საბუთი.

თითოეულმა იმიგრანტმა ალბანელს 2.000 ევრო გადაუხადა, რათა საბერძნეთში ჩამოეყვანა, თუმცა, მან გეგმა ვერ შეასრულა და გზად პოლიცია აედევნა. როცა ოფიცრებმა მანქანა საეჭვოდ მიიჩნიეს, მან ფურგონი გააჩერა და ფეხით გაქცევა სცადა, მაგრამ მოგვიანებით, დააპატიმრეს.

როგორც ცნობილია, იმიგრანტები პაკისტანის და ბანგლადეშის მოქალაქეები არიან.

21 წლის ალბანელს რამდენიმე დღეში გაასამართლებენ.

onalem

ტესტ