fbpx
საზოგადოება

ამინდის ცვლილება მომდევნო დღეებში საბერძნეთში – წვიმა ორშაბათიდან

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ხვალ შუადღიდან ამინდის ცვლილებაა მოსალოდნელი. ნავარაუდევია მოღრუბლულობა და წვიმა მთელი საბერძნეთის მასშტაბით.

2 სექტემბრიდან პერიოდული წვიმები დაიწყება ჩრდილოეთ საბერძნეთიდან, შემდეგ გავრცელდება ცენტრალურ ნაწილშიც.

მიუხედავად ნალექისა, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი არ არის.

ატიკის რეგიონში სინოპტიკოსები მოღრუბლულობას გვპირდებიან, ჰაერი 22-დან 34 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ ნაწილში 3-4 გრადუსით ნაკლები იქნება.

რაც შეეხება თესალონიკს, მოსალოდნელია პერიოდული მოღრუბლულობა შუადღის საათებში. ტემპერატურა კი 19-დან 33 გრადუსამდე იმერყევებს.

მაკედონია-თრაკი – 17-დან 36 გრადუსამდე.

იონიის კუნძულები, იპირუ, დასავლეთ სტერეა, დასავლეთ პელოპონისო – 17-დან 36 გრადუსამდე.

კიკლადესის კუნძულები, კრეტა – 21-დან 32 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულები, დოდეკანესის კუნძულები – 22-დან 34 გრადუსამდე.

 

onalem

ტესტ