fbpx
საბერძნეთი

“მე ვთქვი, რომ სექტემბერში პირბადეებს მოვიხსნიდით?! არ ვართ კარგად” – პატინა პაგონი

პროფესორი და ექიმი, მატინა პაგონი ტელეკომპანია ΕΡΤ-თან საუბრისას გააღიზიანა ჟურნალისტის შეხსენებამ, რომელმაც უთხრა, რომ პაგონის საჯაროდ ჰქონდა ნათქვამი, რომ სექტემბერში პირბადეებს მოვიხსნიდით.

“მე ვთქვი, რომ სექტემბერში პირბადეებს მოვიხსნიდით?! არ ვართ კარგად. ჩართეთ ვიდეო, მე ვთქვი, რომ მოვიხსნიდით პირბადეებს, რადგან წესით ამ თვისთვის უკვე უნდა გვქონოდა იმუნიტეტის 80%-იანი კედელი. ეს იყო პირობა და არა სექტემბრის თვე.

ყველგან შეცდომები დავუშვით, რადგან მოვდუნდით ზაფხულში. ვამბობდით, რომ ვაქცინა უნდა გაგვეკეთებინა შვებულებაში წასვლამდე, გთხოვდით, რომ ვიდრე კუნძულებზე გაემგზავრებოდით, აცრილიყავით, მაგრამ არაფერი გავაკეთეთ. 

ხომ ვთქვით, რომ დელტა მუტაციის გავრცელება ტრაგიკული იქნებოდა. ძალიან სწრაფად გადადის ბავშვიდან ბავშვზე, შემდეგ შესაბამისად ვრცელდება ოჯახებში, მათზე, ვისაც აქვთ თანმდევი დაავადებები. 

მოვუწოდებ მშობლებს აცრან შვილები, წინა კვირას 5-დან 1 ბავშვს კორონავირუსი ჰქონდა, ახლა კი 3-დან 1 ინფიცირებულია. მესმის მათი, რომ ღელავენ, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით “კის” ვაქცინას და ამის საფუძველი კვლევებია, რომლებიც მის უსაფრთხოებას ადასტურებენ. გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან და აცერით ბავშვები.

ასევე, ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, რომ ვაქცინაციიდან 7-8 თვის შემდეგ ანტისხეულები ქრება, ისინი უბრალოდ მცირდება,” თქვა პაგონიმ.

 

onalem

ტესტ