fbpx
საბერძნეთი

“სოციალური ტურიზმი” – შეავსეთ განაცხადი საბერძნეთის მთავრობისგან შვებულების დაფინანსების მისაღებად

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში მოქმედებს პროგრამა “სოციალური ტურიზმი” და პლატფორმა განაცხადების შესავსებად უკვე გახსნილია. პირველ 24 საათში განაცხადების რაოდენობამ 25.000-სს გადააჭარბა. პროგრამა მოიცავს როგორც 2023, ასევე 2024 წელს.

განაცხადების შევსება შესაძლებელია შემდეგ პლატფორმაზე: https://www.gov.gr/ipiresies/ergasia-kai-asphalise/apozemioseis-kai-parokhes/koinonikos-tourismos. 

უნდა გამოიყენოთ Taxisnet-ის საკუთარი კოდები და შეავსოთ დამოუკიდებლად ან მიმართოთ ბუღალტერს, დახმარებისთვის. პლატფორმა ღიაა იმის მიხედვით, თუ რა ნომერზე მთავრდება თქვენი აფიმის ნომერი.

  • თუ ΑΦΜ-ის ბოლო ციფრი არის 1,2 – განაცხადი 30/05/2023-დან შეიძლება შეავსოთ.
  •  თუ ΑΦΜ-ის ბოლო ციფრი არის 3,4 – განახადი შესაძლებელია 31/05/2023-დან შეავსოთ.
  •  თუ ΑΦΜ-ის ბოლო ციფრი არის 5,6 – განაცხადი შეიძლება შეავსოთ 01/06/2023-დან.
  •  თუ ΑΦΜ-ის ბოლო ციფრია 7,8 – განაცხადის შევსება შეგიძლიათ 02/06/2023-დან.
  • თუ ΑΦΜ სრულდება ციფრით 9,0 – სისტემა გაიხსნება 03/06/2023-დან.
  •  ყველა ΑΦΜ-ისთვის სისტემა ღია იქნება  4 და 5 ივნისს.

პირველად პროგრამის მოქმედების ისტორიაში, მონაწილეობის მიღების უფლება აქვს 300.000 ადამიანს და თანხა, რომელიც მათთვის არის გამოყოფილი 35 მილიონ ევროს უდრის.

onalem

ტესტ