fbpx
საბერძნეთი

შოკისმომგვრელი შემთხვევა კორიდალოში: უცნობმა პირმა ქალებსა და ბავშვებს მანქანიდან ცეცხლი გაუხსნა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შოკისმომგვრელი შემთხვევა კორიდალოში გუშინ საღამოს მოხდა. ორი ქალი, 22 და 27 წლის ასაკის, საკუთარ შვილებთან ერთად, გარეთ იმყოფებოდა, როდესაც მათი მიმართულებით, სრულიად მოულოდნელად სროლა დაიწყეს.

როგორც ირკვევა, ცეცხლი მათ უცნობმა მამაკაცმა მანქანიდან გაუხსნა, შედეგად კი, ბავშვები დაშავდნენ. მათი ასაკი 2 და 3 წელია. სამივე ბიჭი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ექიმების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ორივე ქალმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა და აღწერეს მანქანა და მამაკაცი, რომელიც მათი მიმართულებით ისროდა. გამოძიება მისი ადგილსამყოფელის დასადგენად დაწყებულია.

onalem

ტესტ