fbpx
საბერძნეთი

1,5 მილიონი ევროს კომპენსაცია “Jumbo”-ს მფლობელისგან გარდაცვლილი ბავშვის მამას

საზარელი ავტოავარიიდან 9 თვე გავიდა. ინციდენტს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, “Jumbo”-ს მფლობელის აპოსტოლოს ვაკაკისის ვაჟის, მისი მეგობრის და შემხვედრ მანქანაში მსხდომი დედა-შვილის. გადარჩა მამა, რომელიც ამ დროს მანქანიდან გადასული იყო.

პატმანოღლუმ მორალური ზიანისთვის საჩივარი ათენის სასამართლოს პირველ ინსტანციაში შეიტანა. როგორც ცნობილია, გიორგოს ვაკაკისი Porsche-ს მარკის ავტომობილს 320 კმ/სთ სიჩქარით  მართავდა. შედეგად ის დაეჯახა მანქანას, რომელშიც პატმანოღლუს ცოლი და მათი 3 წლის ბავშვი ისხდნენ. ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც სულ ახლახანს გახდა ცნობილი, აპოსტოლოს ვაკაკისს გარდაცვლილი ბავშვის მამისთვის 1,5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. თუმცა, შესაძლოა კომპენსირების პროცესი დროში გაიწელოს.

გარდაცვლილი 3 წლის ბავშვი

გარდაცვლილი აპოსტოლია პატმანოღლუ

ამჟამინდელი ვითარებით ჩანს, რომ ინციდენტის გამოძიება სასამართლოს მიერ დანიშნულმა ორმა ექსპერტმა უკვე დაასრულა. ასევე ცნობილია, რომ გიორგოს ვაკაკისი და მისი თანამგზავრი არ იყვნენ არც ალკოჰოლის და არც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.

ავარიის ძირითად მიზეზი იყო სისწრაფე. შეუძლებელია, რომ მძღოლმა, რომელიც 320 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, გამოცდილების მიუხედავად, შეძლოს გააჩეროს მანქანა მოკლე დროში. გარდა ამისა, ვაკაკისის მანქანის საბურავები საკმარისად ძველი (10 წელზე მეტი) იყო იმისთვის, რომ ძალადობრივი დამუხრუჭებისთვის გაეძლო.

გიორგოს ვაკაკისი

onalem

ტესტ