fbpx
საზოგადოება

როგორ მოხდა უბედური შემთხვევა – 6 წლის ბავშვი კომურ მდგომარეობაში რჩება

პატრაში ავტორბოლის დროს მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 წლის ბიჭი კვლავ კომურ მდგომარეობაში, საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში რჩება.

ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ მოხდა უბედური შემთხვევა, როგორ დაკარგა ერთ-ერთმა მრბოლელმა კონტროლი საჭეზე და ჯებირს შეასკდა, სადაც მცირეწლოვანი იდგა. ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა, დარტყმა კი ძლიერი იყო, რის შედეგადაც მანქანა ჩანს, რომ უკან დიდი ინერციით გადმოვარდა.

როგორც ექიმები აცხადებენ, ერთი დადებითი ფაქტი ის არის, რომ ბიჭს არ აღენიშნება შინაგანი სისხლდენა და არ საჭიროებს ოპერაციას. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და იმედოვნებენ, რომ ოჯახში დაბრუნებას უახლოეს მომავალში შეძლებს.

უახლესი ცნობებით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 5 ადამიანი.

onalem

ტესტ