fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცი სკოლაში შეიჭრა და საკუთარი შვილის ორ თანაკლასელს დაესხა თავს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თესალონიკში, ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. როგორც ირკვევა, 16 წლის ბიჭის მამა სკოლაში შეიჭრა და შვილის ორ თანაკლასელს სიტყვიერად დაესხა თავს.

არსებული ინფორმაციით, ეს ყველაფერი უკავშირდებოდა წინა დღეებში მომხდარ დაპირისპირებას მის შვილსა და თანაკლასელებს შორის, როდესაც დირექტორის კაბინეტში ერთმანეთი სცემეს. ჩანს, რომ 16 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ბულინგის მსხვერპლი იყო სხვა მოსწავლეების მხრიდან და აქედან გამომდინარე, მამამ გადაწყვიტა, რომ თავად “მოეგვარებინა” ეს საკითხი.

მან ისიც აღნიშნა, რომ სკოლაში არა მხოლოდ ბიჭს, არამედ მის ქალიშვილსაც ჩაგრავდნენ და ამიტომ შეიჭრა სკოლაში, ეშინოდა, რომ მის შვილებს საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომ დაკარგა თავზე კონტროლი.

პოლიციამ მამაკაცი დააკავა, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, საქმე აღძრულია მისი 16 წლის შვილის წინააღმდეგაც, თანაკლასელის ცემის ფაქტზე.

onalem

ტესტ