fbpx
საზოგადოება

ენით აღუწერელი ტრაგედია ალბანეთში: ნანგრევებიდან ერთი ოჯახის ყველა წევრი დაღუპული ამოიყვანეს

ალბანეთში დატრიალებულ ტრაგედიას ბოლო არ უჩანს. გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდეა გაზრდილი, გაუჩინარებულია 20 ადამიანი, რომელთა ნათესავებსაც სასწაულის იმედი აქვთ. ბოლო ორი დღეა მაშველები, რომელთა შორისაც ბერძნებიც არიან, ტიტანური შრომით ცდილობენ ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას. ისინი საკუთარ სიცოცხლესაც რისკავენ, რადგან ყოველ წუთს შეიძლება, რომ მიმდებარე შენობები ჩამოინგრეს.

როგორც ცნობილი ხდება, ოჯახი, რომელიც გაუჩინარებულთა შორის იყო, ნანგრევებიდან ამოიყვანეს და თითოეული წევრი გარდაცვლილია, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი ჩვილი გოგონა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საავადმყოფოებში 700-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კი იმდენად მძიმეა, რომ ექიმები გადარჩენის გარანტიას არ იძლევიან.

ქვეყანაში გლოვაა გამოცხადული, მოსახლეობას სახლებში შესვლის ეშინია და ქუჩებში გაშლილ კარვებში სძინავს. ალბანეთს სოლიდარობა გამოუცხადა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საბერძნეთმა. კირიაკოს მიცოტაკიმ სასწრაფოდ გაგზავნა პირველადი დახმარების ნივთები და სამაშველო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხებში გამოცდილია.

6.4 ბალიანმა მიწისძვრის შედეგად მიწამ 8 სანტიმეტრით აიწია.

onalem

ტესტ