fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: ბინის პატრონი მდგმურ გოგონას კამერით უთვალთვალებდა

ყველაფერი მაშინ გამოააშკარავდა, როდესაც ახალგაზრდა გოგონამ, რომელსაც სახლი ახალი ნაქირავები ჰქონდა, საძინებელი ოთახის ჭერზე უცნაური ნივთი შენიშნა. მან მაშინვე დაურეკა ბინის პატრონს და ადგილზე მიიყვანა. მამაკაცმა თავისი მდგმური დაარწმუნა, რომ ეს სინგალიზაციის სისტემის ნაწილი იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, გოგონამ მას არ დაუჯერა და თავის ნაცნობს დაუკავშირდა, რომელიც მსგავს ნივთებში კარგად ერკვეოდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო კამერა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს იწერდა, ხმის გარეშე, მაგრამ შეეძლო დაეფიქსირებინა ყველაფერი, რაც ოთახში ხდებოდა, სინათლის ჩაქრობის შემთხვევაშიც კი.

ახალგაზრდა მაშინვე მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც ბინის პატრონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ჩაწერაში ადანაშაულებს.

თავად მამაკაცი აცხადებს, რომ სახლში კამერა მართლაც დააყენა, მაგრამ არაფერს იწერდა.

onalem

ტესტ