fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ბაბუებმა შვილიშვილის ნათლობა ჩაშალეს, რადგან მის სახელთან დაკავშირებით იჩხუბეს

მედია უჩვეულო ინციდენტის შესახებ იუწყება, რომელიც საბერძნეთში, კერძოდ, ახაიაში მოხდა, სადაც ახალშობილის ნათლობაზე სერიოზულად იჩხუბეს. საუბარია სიტყვიერ დაპირისპირებაზე ბავშვის ბაბუებს შორის, რომლებიც მის სახელზე ვერ თანხმდებოდნენ, რეალურად კი, მშობლებს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, თუ რას დაარქმევდნენ საკუთარ შვილს.

მოძღვარი, რომელიც ნათლობის ცერემონიას ასრულებდა, იძულებული გახდა, რომ შეეწყვიტა, ვინაიდან მამაკაცების კამათის გამო შეუძლებელი იყო ცერემონიის გაგრძელება.

როგორც ირკვევა, ორივე ბაბუამ იქაურობა დატოვა და საბოლოოდ, მოძღვარმა საკმაო დროის შემდეგ შეძლო ბავშვის მონათვლა.

აღსანიშნავია, რომ ბაბუები იმდენად გაბრაზდნენ, რომ აღარ ეკლესიაში დაბრუნებულან და არც ნათლობის შემდეგ მისულან სუფრაზე.

 

onalem

ტესტ