fbpx
კატეგორიის გარეშე

ბერძენმა ქალმა მოხუცი მამაკაცის საბანკო ბარათი მოიპარა და 5.000 ევრომდე დახარჯა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ზაკინთოზე მოხდა, სადაც ბერძენმა ქალმა მოხუცი მამაკაცის საბანკო ბარათი მოიპარა და თანხა ნელ-ნელა გამოჰქონდა.

უცნობია, თუ ზუსტად რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ, ანუ იყვნენ ნათესავები, თუ მუშაობდა მის მომვლელად, მაგრამ ქალმა იცოდა საბანკო ბარათის პინ კოდი, აქედან გამომდინარე, 18 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე ბანკომატთან მიდიოდა და თანხები ნელ-ნელა გამოჰქონდა.

როგორც ირკვევა, ჯამში მის მიერ მითვისებული თანხის რაოდენობა 5.000 ევრომდეა. მოხუცი საკმაოდ გვიან მიხვდა, რომ ბარათი დაკარგული ჰქონდა, მაგრამ პოლიციას შეატყობინა და კამერების საშუალებით ქურდს ადვილად მიაგნეს.

ქალის წინააღმდეგ საქმე ქურდობის ბრალდებით აღიძრა.

onalem

ტესტ