fbpx
საზოგადოება

ამინდის საგანგებო პროგნოზი იანის კალიანოსისგან: “ველოდებით ოქტომბრის თვის რეკორდს”

ცნობილი ბერძენი მეტეოროლოგი, იანის კალიანოსი ამინდის საგანგებო პროგნოზს აცხადებს. ΘΕΜΑ 104,6-სთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში საბერძნეთს ძლიერი სიცხე ელის.

მეტეოროლოგის თქმით, შაბათიდან ქვეყანაში ცხელი ჰაერის მასების შემოჭრა დაიწყება და კვირას უკვე ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად აიწევს. დაფიქსირდება სიცხე, რომელიც ოქტომბრის თვისთვის არც თუ ისე დამახასიათებელია.

“სამი დღე – კვირა, ორშაბათი და სამშაბათი იქნება განსაკუთრებით ცხელი და ჰაერი გათბება 35 გრადუსამდეც კი. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ეცხელება და ეს რეკორდული მაჩვენებელი იქნება ოქტომბრისთვის, რადგან დიდი ხანია არ დაფიქსირებულა ამ პერიოდში ასეთი მაღალი ტემპერატურა. ამას ადასტურებს ყველანაირი მეტეოროლოგიური მონაცემი,” აცხადებს კალიანოსი.

ამრიგად, 3-დან 6 ოქტომბრის ჩათვლით საბერძნეთში ზაფხული “დაბრუნდება” და ქურთუკებს ნუ მოამზადებთ.

onalem

ტესტ