fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის კუნძულზე მიმავალი თვითმფრინავი ათენში დაჯდა – შეშინებული 140 მგზავრი

კუნძულ სკიათოსკენ მიმავალ 140-მდე მგზავრს უსიამოვნო თავგადასავალი ხვდა წილად. თვითმფრინავმა გაუარესებული ამინდის გამო კუნძულის აეროპორტში დაჯდომა ვერ შეძლო.

კერძოდ, შვედეთიდან მომავალი თვითმფრინავის პილოტი, რომელის დანიშნულების პუნქიც კუნძული სკიათო იყო, გასულ შაბათს, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ამინდის ცვლილების გამო, შტორმმა, ძლიერმა ქარმა და წვიმამ საშუალება არ მისცა ბოინგი კუნძულის აეროპორტში ჩველებისამებრ დაესვა.

აუცილებელი გახდა დაკავშირებოდა მაკონტროლირებელ ორგანოს და მიეღო გადაწყვეტილება, თუ სად დაჯდებოდა თვითმფრინავი.

მგზავრები ამ დროის მანძილზე დაბნეულობამ და შიშმა მოიცვა, თუმცა, პილოტმა მალევე განაცხადა, რომ კუნძულზე დაშვება შეუძლებელი იყო, რის გამოც ათენის საერთაშორისო აეროპორტისკენ იღებდა გეზს.

საბოლოოდ, თვითმფრინავი უსაფრთხოების მიზნით ათენში დაეშვა, ხოლო მგზავრები კუნძულზე 10 საათიანი დაგვიანებით გადაიყვანეს.

onalem

ტესტ