ატიკა: ბიჭი ცარიელ ავტობუსში ავიდა, მძღოლმა კი მისი შევიწროვება სცადა – რას ჰყვება მოზარდის დედა

ელევსინას პოლიციის განყოფილებაში 15 წლის ბიჭის დედამ საჩივარი შეიტანა. მისი თქმით, გასულ ხუთშაბათს 15 წლის მოზარდი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რისთვისაც, ჩვეულებრივ, ავტობუსს იყენებდა.

მგზავრობისას, რაღაც მომენტში მძღოლმა ავტობუსი გააჩერა და მისი სექსუალური შევიწროვება სცადა. ქალი ამბობს, რომ ამ დროს იქ სხვა მგზავრები არ იმყოფებოდნენ და მამაკაცმა ამით ისარგებლა.

15 წლის ბიჭმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც მამაკაცმა ავტობუსის კარი გახსნა და ბიჭი იქიდან ჩააგდო.

პოლიცია აღნიშნული შემთხვევის გამოძიებას ცდილობს.

melano

ტესტ