fbpx
საბერძნეთი

ახალი მუტაცია, M, რომლის შესახებაც მეცნიერებამ არაფერი იცის – შეშფოთება საბერძნეთში

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო შეშფოტებას გამოთქვამს ახალი მუტაციის გამო. ეს არის მუტაცია M, რომელიც ქვეყანაში უკვე რამდენიმეჯერ დაფიქსირდა და კარგად შესწავლილი ჯერჯერობით არ არის.

მართალია გიგას მაიორკინი აცხადებს, რომ ამ დრომდე არ ჩანს ამ მუტაციის დინამიკურობა, თუმცა, პრიფესორთა ნაწილი ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული მან გადაასწროს დელტა მუტაციასაც. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილი რომ არ იყოს, კატასტროფის წინაშე მარტივად დავდგებოდით.

“ჩვენი M მუტაციის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, რადგან ახალია და ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნებში ჭარბობს. მსოფლიო მეცნიერებას ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი მონაცემები იმის გამოსავლენად, თუ რამდენად გადამდებია ეს მუტაცია ან რამდენად სძლევს მას ვაქცინები. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. 

ის, რომ ბერძნების 50% მაინც აცრილია, იმუნიტეტის გარკვეული კედელი მაინც ააშენა და ბევრი ადამიანი იხსნა ინტუბაციისა და სიკვდილისგან. ვაქცინირებულები რომ არ ვიყოთ, სულ სხვაგვარი სურათის წინაშე დავდგებოდით და ეს იქნებოდა ძალიან მძიმე. ამ დროისთვის მართვითი სუნთქვის აპარატზე მყოფი ადამიანების 90% აუცრელია,” თქვა პროფესორმა, თეოდორა ფსაპტოპულუმ.

onalem

ტესტ