fbpx
კრიმინალი

ტრიკალას ციხეში ქალს პატიმარი შვილისთვის მობილური საცვლით შეჰქონდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ტრიკალას ციხეში მყოფი პატიმრის მოსანახულებლად მისი დედა მივიდა და როგორც ჩანს, ვიზიტამდე ისინი მობილურის შეტანაზე შეთანხმდნენ.

როგორც ირკვევა, გამომდინარე იქიდან, რომ ტრიკალას ციხეში ვიზიტორთა კონტროლი საკმაოდ მკაცრია, პატიმარმა დედას ურჩია, რომ ტელეფონი საცვალში ჩაედო და ქალი ასეც მოიქცა.

ადგილზე მისული ქალი შეამოწმეს და როცა აპარატმა გარკვეული სიგნალი გამოსცა, ამის შემდეგ უპოვეს მას საცვალში ტელეფონი.

არსებული ცნობებით, პატიმრის დედაც დააკავეს. ის ბოშური წარმომავლობისაა.

onalem

ტესტ