fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

20 წლის ქართველი, რომელმაც ხანიაში ორი სტუდენტი იმსხვერპლა, გაათავისუფლეს

20 ქართველი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ხანიაში 20 წლის სტელასა და 19 წლის იანისის სიცოცხლე იმსხვერპლა, საქმის გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლეს. განისაზღვრა სასამართლო პროცესის ვადები.

როგორც cretapost.gr იტყობინება, 20 წლის ბიჭი შემთხვევის გამო შოკურ მდგომარეობაშია. ის ირწმუნება, რომ ნამდვილად არ დაუნახავს ორი ახალგაზრდა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა მართვის მოწმობა, თუმცა, ის მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს და არა საბერძნეთსა და დანარჩენ ევროპაში.

აქედან გამომდინარე, ხანიის პროკურატურა მას დაუდევრობის ნიადაგზე მკვლელობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც უკვე იცით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც გასულ ხუთშაბათს მოხდა, 20 წლის სტელა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 19 წლის იანისი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ გადაიცვალა.

             

onalem

ტესტ